სოციალური ქსელის, განსაკუთრებით კი, „ინსტაგრამის“ მომხმარებლები ბათუმელ ფოტომოდელს, მარიამ შუკაკიძეს უკვე კარგად იცნობენ. მარიამს „ინსტაგრამზე“ 700 000-ზე მეტი გამომწერი ჰყავს და მისი ფოტოები ყოველთვის დიდ გამოხმაურებას იწვევს.
გამონაკლისი არც მარიამის მიერ გამოქვეყნებული ბოლო ფოტოებია: „პრინცესა, ულამაზესი ხარ, როგორც ყოველთვის“, „ნამდვილი ბარბი ხარ“, „ლამაზი ქალი ბევრია, ლამაზი და ჭკვიანი ნაკლები, ლამაზი, ჭკვიანი და ბედნიერი ერთეულები არიან. ამათგან შენ არცერთი არ ხარ. შენ თვით მარიამ შუკაკიძე ხარ. მოვა დრო და შენ საქართველოს სიმბოლოდ გამოგაცხადებენ” - წერენ „ინსტგრამზე“.
უამრავი თბილი კომენტარისა და კომპლიმენტის პარალელურად, ბათუმელი მოდელის გარეგნობა არაერთხელ გამხდარა განსჯის საგანი. გამომწერების ნაწილი ამტკიცებდა, რომ მარიამს პლასტიკური ოპერაციები აქვს გაკეთებული, ნაწილი კი მის ბუნებრივ სილამაზეს უსვამდა ხაზს. თავად კი განმარტა, რომ მხოლოდ ცხვირის ოპერაცია აქვს გაკეთებული.