მომღერალი ნინი შერმადინი საზოგადოებისთვის ცნობილი წლების წინ გახდა, როცა ის მონაწილეობას არაერთ პოპულარულ მუსიკალურ შოუში იღებდა. მას შემდეგ ნინის კარიერა თუ პირადი ცხოვრება მუდმივად ინტერესის საგანს წარმოადგენს.
ნინი შერმადინი უკვე 8 წელია, ამერიკაში ცხოვრობს და მუშაობს. ის ერთ-ერთი ბანკის თანამშრომელია და, პარალელურად, მუსიკისთვისაც ხშირად იცლის. გასულ წელს მან სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაცია გაავრცელა და დაწერა, რომ ჯერ მამა, რამდენიმე თვის შემდეგ კი დედა გარდაეცვალა: „როგორ მენატრებით... ესე როგორ დამტოვეთ ორივემ აბა ნინიკოს ვჭირდებითო? ვიცინი კიდეც, ვაგრძელებ ცხოვრებას მაგრამ გული მიტირის... ჯერ ძალიან ადრე იყო დაობლებისთვის... ძალიან ცარიელია სამყარო თქვენს გარეშე... „ - წერდა მომღერალი.
მოგვიანებით ნინიმ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მისი შვილი, მარიამ ციცაგი, რომელიც საქართველოში, ბებიასთან და ბაბუსთან იზრდებოდა, ამერიკაში მიემგზავრებოდა: „ჩვენ ეს შევძელით! მადლობა ყველას, ვინც დამეხმარა, ჩემი შვილი ამერიკაში წამომეყვანა“ - წერდა ნინი.
ნინი შერმადინი სოციალურ ქსელში აქტიურობით გამოირჩევა და ხშირად აქვეყნებს როგორც პირად, ისე ოჯახურ კადრებს. მონატრებული მეგობრები და გულშემატკივრები კი მის მიმართ კომპლიმენტებს არასდროს იშურებენ. როგორც ჩანს, მომღერალი ზაფხულის ცხელ დღეებს სასიამოვნოდ ატარებს და კადრებს მაიამიდან „ინსტაგრამზეც“ აზიარებს: „სილამაზე ხარ“, „საოცარი ფოტოა“, „შესანიშნავად გამოიყურები“ - წერენ კომენტარებში.