მომღერალი ლიზა ყენია „ინსტაგრამზე“ ხშირად აქვეყნებს ფოტოებს და გამომწერებთანაც აქტიური კომუნიკაცია აქვს. მისი კარიერა და პირადი ცხოვრება მუდმივად ყურადღების ცენტრშია, მომღერლის თამამი ფოტოები კი არაერთხელ გამხდარა განხილვის საგანი.
ცოტა ხნის წინ ლიზა კორონავირუსის შესახებ წერდა და მოგვიანებით პოსტკოვიდურ სიმპტომებზეც ისაუბრა, როგორც აღმოჩნდა, მას დაავადებამ არაერთი პრობლემა შეუქმნა, თუმცა, საბოლოოდ, გამოჯანმრთელება შეძლო და ახლა მეგობრებთან ერთად ბათუმში ისვენებს.
ლიზა ულამაზეს კადრებს ზღვის სანაპიროდან გამომწერებს ამჯერადაც უზიარებს და მათგან უამრავ კომპლიმენტს იღებს: „ქალი ვულკანი“, „სიგიჟე ხარ“, „რა სილამაზეა“ - წერენ „ინსტაგრამზე“.