ბოლო პერიოდის განმავლობაში ინტერნეტი ძალიან ღრმად შემოიჭრა ჩვენი ცხოვრების სხვადასხვა სფეროში და სერიოზული გავლენა მოახდინა იმაზე, თუ როგორ ვამყარებთ ერთმანეთთან კომუნიკაციას, როგორ ვმუშაობთ და როგორ ვშოპინგობთ. ონლაინშოპინგს ბევრი უპირატესობა აქვს, რაც "ლოქდაუნის" და თვითიზოლაციის პერიოდში ძალიან მკაფიოდ გამოჩნდა.
განსაკუთრებით გაიზარდა მოთხოვნა ონლაინ შოპინგზე - დაზოგვის პლატფორმების გამოყენებით, რადგან ბოლო რამდენიმე თვის მანძილზე ფასები სხვადასხვა პროდუქციაზე საგრძნობლად გაიზარდა. ისეთი საიტები კი, როგორიცაა hotsale.ge - მომხმარებელს თანხის დაზოგვაში ეხმარება.
მოდით, განვიხილოთ 5 მიზეზი, თუ რატომ ღირს ჰოთსეილზე შოპინგი:
1. ნაკლები დანახარჯი
რამდენჯერ წასულხართ საყიდლებზე სავაჭრო ცენტრში და დაბრუნებულხართ ნივთებით, რომლებიც არ გჭირდებოდათ? ძალიან ძნელია, იშოპინგო ჰიპერმარკეტებში და ხელს არ გამოაყოლო ისეთი რამ, რისი ყიდვის აუცილებლობაც არ იყო. ამას გარდა, ინტერნეტმაღაზიებში გაცილებით ნაკლებ ფასად შეძლებთ საჭირო ნივთის პოვნას, ვიდრე მაღაზიებში, რომლებიც ქირას და გადასახადებს იხდიან. დაზოგავთ მგზავრობის ხარჯსაც. ჰოთსეილზე დიდი ფასდაკლებით შეძლებთ შეიძინოთ ისეთი ბრენდების პროდუქცია, როგორებიცაა: ტექნო ბუმი, ვესტელი, ისის ფარმა, ილიტეკი და სხვა.
2. დროის ეკონომია
ჰოთსეილი უამრავ სხვადასხვა კატეგორიას ერთ სივრცეში აერთიანებს. აქ შეგიძლიათ შეიძინოთ ტექნიკა, საყოფაცხოვრებო ნივთები, სათამაშოები, თავის მოვლის საშუალებები, სავარჯიშო ინვენტარი და სხვა. ასევე, ისარგებლოთ სალონური, ან სამედიცინო მომსახურებით, დაისვენოთ საქართველოს ფარგლებში ბიუჯეტურად, ან შეიძინოთ ჯავშნის კოდი კაფე-რესტორნებში. თქვენ არ მოგიწევთ სხვადასხვა საიტზე ძებნა, მაღაზიებში სიარული და შედეგად, საკმაოდ დიდ დროს დაზოგავთ.
3. ჯანმრთელობა
პანდემიის პერიოდში, ხალხმრავალ ადგილებში სიარულით სერიოზულ საფრთხეს შეუქმნით საკუთარ ჯანმრთელობას. ჰოთსეილზე შოპინგი კი სახლიდან გაუსვლელად შეგიძლიათ. კურიერი ადგილზე მოგიტანთ შეკვეთას.
4. მარტივი და კომფორტული სერვისი
ჰოთსეილიდან პროდუქციის შეძენა ძალიან მარტივი და მოსახერხებელია. როდესაც სხვა ქვეყნებიდან იწერთ ნივთს, გარანტიები არ არსებობს. შეიძლება ნივთი გზაში დაიკარგოს, არ აგინაზღაურონ მისი ღირებულება, არ მოგერგოთ ზომა ან წუნდებული ნივთი ჩამოგივიდეთ. "ჰოთსეილიდან" შეძენილ ნივთს კი უახლოეს დროში მოგიტანენ და პრობლემის წარმოქმნის შემთხვევაში, აუცილებლად დაგეხმარებიან. პროცესის გამარტივებისთვის, საიტზე დაგხვდებათ პოპ-აპი, საიდანაც შეძლებთ მისწეროთ კონსულტანტს, რომელიც დაგეხმარებათ სასურველი მომსახურების მიღებაში.
5. 24 საათი - თქვენზე მორგებული დრო
ჰოთსეილზე სასურველი მომსახურების ან პროდუქტის შეძენა ნებისმიერ დროს შეგიძლიათ, განსხვავებით მაღაზიებისაგან, რომლებიც კონკრეტულ საათზე იკეტებიან. დროის დეფიციტის შემთხვევაში, შოპინგი ღამის საათებშიც შესაძლებელია.
R