ხატია ბუნიათიშვილმა ფორტეპიანოზე დაკვრა 6 წლის ასაკში დაიწყო, დღეს კი მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი და ყველაზე პოპულარული პიანისტია. ხატიას კარიერისა თუ პირადი ცხოვრების მიმართ ინტერესი კი მუდმივად არსებობს.
ხატია სოციალურ ქსელში აქტიურობით გამოირჩევა და გულშემატკივრებს პირად ფოტოებსა თუ კარიერულ სიახლეებს მუდმივად უზიარებს. განსაკუთრებულ მოწონებას იმსახურებს ხატიას მიერ ბოლოს გამოქვეყნებული ფოტო: „მსოფლიოს ყველა საოცრებაზე ლამაზი ხარ“, „ღვთაებრივი“, „ყველაზე ლამაზი, ნამდვილი ბრილიანტი...“ - წერენ „ინსტაგრამზე“.
34 წლის პიანისტს კონცერტები გამართული აქვს ისეთ ცნობილ დარბაზებში, როგორებიცაა, შანზ-ელიზე, კარნეგი-ჰოლი და სხვ. ხატია ბუნიათიშვილი ამჟამად საფრანგეთში მოღვაწეობს.
<div> <div class="gtx-trans-icon"></div>
</div>