მომღერალი თაკო გაჩეჩილაძე სოციალურ ქსელში აქტიურობით გამოირჩევა. ის განსაკუთრებით ხშირად გამოთქვამს საკუთარ მოსაზრებას ქვეყანაში შექმნილ ეპიდსიტუაციასა და დაწესებულ რეგულაციებთან დაკავშირებით.
ამჯერად, თაკო გაჩეჩილაძე „ინსტაგრამსთორიში“ დაინფიცირებულთა და გარდაცვლილთა სტატისტიკას აქვეყნებს: „არ ჩაიკეტოთ, არა...“ - წერს ის და გამომწერების კომენტარებსაც აქვეყნებს, რომლებიც მისგან განსხვავებულ აზრს გამოხატავენ: „შენ ჩაიკეტე!“, ძალიან არ გავიგოთ, 81 გარდაიცვალა თუ 1, ან კოვიდის გარდა, სხვა დაავადებებით აღარ იხოცება ხალხი ჩვენს ქვეყანაში? ამ ციფრებს კიდევ თავად თვლიან. ნუთუ მართლა გჯერათ“ - სწერენ თაკოს.
თავად მომღერალი კი ამ პოზიციას არ იზიარებს და ფიქრობს, რომ საქართველოს მთავრობამ მკაცრი შეზღუდვები უნდა დააწესოს.
<div> <div class="gtx-trans-icon"></div>
</div>