"რამდენად დაგვჭირდება სატრანსპორტო შეზღუდვის კიდევ მეტად გახანგრძლივება, ამაზე ეპიდემიური სურათის ანალიზი გაგვცემს პასუხს", - ამს შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე განმარტებით, ამ ეტაპზე ტენდენცია პოზიტიური და იმედისმომცემია იმისთვის, რომ მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა აღდგეს.
"ჯერჯერობით ტენდენცია საკმაოდ პოზიტიურია და პროგნოზულად იმედისმომცემია სიტუაცია, იმისთვის, რომ გარკვეულწილად ვისაუბროთ როგორც სატრანსპორტო საშუალებების აღდგენაზე, ასევე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, იმ დაბებში, სოფლებსა და ქალაქებში, სადაც დადებითობის მაჩვენებელი იქნება 4%-ზე ნაკლები, მალევე აღდგეს სკოლებში ადგილებზე სწავლება, თუმცა ჯერჯერობით ამ შეზღუდვების რეჟიმში ვართ, უნდა დავაკვირდეთ", - აღნიშნა თამარ გაბუნიამ.