შორენა ბეგაშვილი ხშირად ჩნდება ტელეეკრანებზე და განსაკუთრებით აქტიურია სოციალურ ქსელში. მისი ფოტოები „ინსტაგრამზე“ ყოველთვის დიდ გამოხმაურებასა და უამრავ კომენტარს იმსახურებს.
ამჯერად შორენა გამომწერების კითხვებს პასუხობს და განმარტავს, თუ რატომ ეძახიან მას მეგობრები „დედაოს“: „შავი ტანსაცმლით დავდივარ, საჩუქრებს მიგზავნიან და თითქმის ყოველთვის მარტო ვარ“ - წერს შორენა ბეგაშვილი.
როგორც ცნობილია, შორენა ბეგაშვილი ესპანეთიდან სულ რამდენიმე დღის წინ დაბრუნდა და საკუთარ გადაცემაზე მუშაობასაც აგრძელებს. გარდა ამისა, ის სხვადასხვა გადაღებაშიც აქტიურად იღებს მონაწილეობას და კადრებს გამომწერებსაც უზიარებს.