გადაცემა „სთორის“ წამყვანი თათია შარანგია სოციალურ ქსელში ვიდეოს ავრცელებს, სადაც ამბობს, რომ მას და მის შვილს კორონავირუსი დაუდასტურდათ. როგორც თათია განმარტავს, ის ორი დოზით არის აცრილი და მეორე აცრიდან 14 დღეზე მეტია გასული. ტელეწამყვანი ფიქრობს, რომ სწორედ ამის გამო არ აქვს გამოხატული სიმპტომები.
სულ ცოტა ხნის წინ, როცა თათია შარანგია „ინსტაგრამზე“ გამომწერების კითხვებს პასუხობდა, საზოგადოებას ვაქცინაციისკენ მოუწოდა: „გთხოვთ, დაუჯერეთ მეცნიერებას, არ აჰყვეთ იმ ადამიანებს, რომლებიც, ჩემი აზრით, მავნებლები არიან და შეხედეთ ციფრებს“ - წერდა ის.