ლინდა ადამია საზოგადოებისთვის ცნობილი წლების წინ გახდა, როცა მონაწილეობა მუსიკალურ პროექტ „X ფაქტორში“ მიიღო. მაშინ ლინდა 19 წლის იყო და სცენაზე ოთხი თვის ორსული გამოდიოდა, თუმცა ამას მისთვის წარმატების მიღწევაში ხელი არ შეუშლია.
ლინდა შვილთან, ჯარჯისთან და მეუღლესთან, დათუნა ყიასაშვილთან ერთად ცხოვრობს. დათუნა პროფესიით ტატუარტისტია. როგორც მომღერალი არაერთ ინტერვიუში ამბობდა, მეუღლე მისი ყველაზე დიდი გულშემატკივარია.
ლინდა წარმატებული მუსიკალური კარიერის პარალელურად, სოციალურ ქსელშიც აქტიურია და გულშემატკივრებს პირად თუ ოჯახურ ფოტოებს ხშირად უზიარებს. როგორც ჩანს, ის უამრავ კომპლიმენტთან ერთად გამომწერებისგან კრიტიკასაც იღებს. მათ საპასუხოდ ლინდამ „ინსტაგრამსთორიში“ ფოტო გამოაქვეყნა: „რამდენიმე დღის წინ ვიღაცამ მომწერა, ფილტრის გარეშე დაგვენახეო. აჰა, და განიკითხე ჩემი ნაოჭები და ასიმეტრიული ტუჩები. თქვენ ხომ ყველა თარაზოთი ხართ დაპროექტებული“ - წერს მომღერალი.