თურქეთში კორონავირუსის ახალი შტამის, "მიუს" 2 შემთხვევა დაფიქსირდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თურქეთის ჯანდაცვის მინისტრი ფაჰრეტინ კოჩა ადასტურებს.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია კორონავირუსის ახალ ვარიანტს აკვირდება, რომელსაც ბერძნული ანბანის ასოს, „მიუს“ სახელწოდება აქვს მინიჭებული.
ჯანმოს ინფორმაციიით, კორონავირუსის აღნიშნული ვარიანტი, რომელიც მეცნიერულად ცნობილია, როგორც B.1.621, ამჟამად კლასიფიცირებულია, როგორც "ინტერესის ვარიანტი".
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია განმარტავს, რომ B.1.621-ს აქვს მუტაციები, რომლებიც ავლენენ კოვიდ-19-ის ვაქცინებისადმი რეზისტენტობის რისკს და ამის გამო მის უკეთ შესასწავლად შემდგომი კვლევების ჩატარება გახდა საჭირო.
"მიუ" ვარიანტი ჯერჯერობით სამხრეთ აფრიკისა და ევროპის ქვეყნებშია დაფიქსირებული.