მომღერალი თათა გიორგობიანი ცნობილი "ღამის შოუს" ბენდიდან გახდა. ის გელა გნოლიძესა და ბაბი კირკიტაძესთან ერთად მღერის და, ამის პარალელურად, არაერთი მიმართულებით მუშაობს.
თათა ჟურნალ „გზასთან“ კოვიდ-19-ის შესახებ საუბრობს და ამბობს, რომ თავად უკვე ორჯერ აქვს გადატანილი ეს ვირუსი.
"ორონავირუსი ორჯერ გადავიტანე. პირველად 2019 წლის დეკემბერს, როცა ჯერ კიდევ არ ვიცოდით, რასთან გვქონდა საქმე. ამ ვირუსისთვის დამახასიათებელი ყველა სიმპტომი მქონდა. 7 დღე პარალიზებული ვიყავი... შემდეგ ფილტვების ანთებაში გადამეზარდა და ანტიბიოტიკებიც დამჭირდა", - ამბობს თათა.
მისივე თქმით, ვირუსი მეორედ უკვე დადასტურებულად და მარტივად გადაიტანა.
"იმ დროს საავადმყოფო პაციენტებით იყო გადაჭედილი და მივიჩნიე, რომ იქ არ უნდა გადავსულიყავი, რადგან ადგილი მძიმე პაციენტებს უფრო სჭირდებოდათ. სახლში დავრჩი და ცალკე ოთახში ვიყავი იზოლირებული. მიუხედავად ამისა, ვირუსი ოჯახის წევრებს ვირუსი მაინც გადაედოთ. საბედნიეროდ, ყველამ ადვილად დავამარცეთ და დღეს მეც და ჩემი ოჯახის წევრების უმრავლესობაც აცრილები ვართ", - ამბობს თათა.
<div> <div class="gtx-trans-icon"></div>
</div>