სიახლე

"ვისწავლე, ჩემკენ ნასროლი ტალახი, ოქროდ როგორ გადავაქციო" - ალექსანდრა პაიჭაძე

"ვისწავლე, ჩემკენ ნასროლი ტალახი, ოქროდ როგორ გადავაქციო" - ალექსანდრა პაიჭაძე
მოდელი და ტელეწამყვანი ალექსანდრა პაიჭაძე ბოლო დროს საზოგადოების ყურადღების ცენტრში ხშირად ექცევა. რამდენიმე კვირის წინ მან სოციალურ ქსელში სასიამოვნო სიახლე გააზიარა და დაწერა, რომ უკვე დიდი ხანია, ორსულობის ამბავს მალავს: „მადლობა ყველას, ვინც ჩემი გულითადი საიდუმლო უთქმელად ატარა, მათაც, ვინც უთქმელად ვერ ატარა, მათაც ვინც დაიჯერა ან არ დაიჯერა, მინდოდა, მხოლოდ დიდი მუცლით დამეანონსებინა ეს სიახლე… მადლობა ჩემს სიყვარულს ამხელა ძალისთვის და ჩემი თვითრწმენის უმაღლეს დონეზე გაზრდისთვის, დაფასებისა და მოფრთხილებისათვის..." - წერდა ალექსანდრა.


ამჯერად ის
ახალ ფოტოებს აქვეყნებს და იმ ადამიანებს მიმართავს, ვინც მის მიმართ აგრესიას იჩენს: „ალქიმიკოსივით ვარ.... ვისწავლე, ჩემსკენ ნასროლი ტალახი, ოქროდ როგორ გადავაქციო.... გმადლობთ“ - წერს მოდელი. მის თამამ ფოტოს გამომწერების მხირდანაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა: „საოცრება ხარ“, „მაგარი ქალი ხარ, წარმატებები ცხოვრებაში”, „სიტყვები არ მყოფნის რა დაგიწერო! სასწაული ხარ“, „სილამაზისა და ეშხის ქალღმერთი... საინტერესოები და გასაგიჟებლები არიან შენნაირი ქალები“ - წერენ „ინსტაგრამზე“.





FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93