ნინო გაჩეჩილაძე ფართო საზოგადოებამ სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებიდან“ გაიცნო და უკვე წლებია, რაც მის პერსონაჟს, კატოს, არაერთი გულშემატკივარი ჰყავს. ნინოს გულშემატკივრები განსაკუთრებულ აღფრთოვანებას მის „ინსტაგრამგვერდზე" გამოქვეყნებული ფოტოების ქვეშ გამოხატავენ.
ამჯერად ნინო გაჩეჩილაძე ვრცელ პოსტს აქვეყნებს და გამომწერებს მიმართავს: „რთულ დროში ვცხოვრობთ... ასეთ დროში ალბათ ყველაზე რთულია გულგრილობისა და ზედაპირულობისგან გაქცევა, რადგან გარემო დღეს მხოლოდ ზედაპირულ ცხოვრებას გთავაზობს.სხვანაერად დროს ვერ დაეწევი, სხვანაერად სულ ბოლოში აღმოჩნდები და ვიღაცეების თვალში ღიმილს გამოიწვევ. თუმცა... რა თქმა უნდა, არჩევანი ჩვენზეა: შეგვიძლია დავიკიდოთ სხვების რეაქცია და ვიყოთ არაზედაპირულები, უფრო ემპათიურები და ნაკლებად ეგოისტები. რადგან ზედაპირულობა, ეგოიზმი და ინდიფერენტულობა ყველაზე ადვილი რამაა, ბევრი ძალისხმევა არ სჭირდება, და ასეთი ყველას შეუძლია იყოს... მაგრამ თუ ოდნავ მაინც გავცდებით ცხოვრების მიერ დაწესებულ სტანდარტებს და ავირჩევთ ადამიანურობას, მაშინ დავინახავთ, თუ როგორ შეიცვლება გარემო ჩვენს გარშემო, როგორი ნამდვილი და არაყალბი გახდება, როგორ შემოგვეცლებიან ყალბი მეგობრები და დარჩებიან მხოლოდ ნამდვილები, როგორ გადავაფასებთ ბევრ რამეს და ბევრ ვინმეს ცხოვრებაში და როგორ დავაფასებთ იმას, რასაც აქამდე არ ვაფასებდით... შეიძლება მთელი ცხოვრება დაგვჭირდეს ამის მისახვედრად, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ გულგრილობისგან გაქცევა და მასზე უარის თქმა არასოდეს არის გვიან!...“ - წერს მსახიობი.
<div> <div class="gtx-trans-icon"></div>
</div>