სიახლე

თამბაქოს ალტერნატიული მოწყობილობები - მომავალი წვის გარეშე

თამბაქოს ალტერნატიული მოწყობილობები - მომავალი წვის გარეშე

ტრადიციული თამბაქოს მოხმარების განუყოფელ ატრიბუტს წვა წარმოადგენს.

რა არის წვა?

წვა ქიმიური პროცესია, რომლის დროსაც ჰიდროკარბონებისა და ჟანგბადის ურთიერთქმედება მიმდინარეობს. შედეგად ხდება კარბონის დიოქსიდისა და წყლის გამოყოფა.

თამბაქოს წვის დროს ასევე გამოიყოფა ქიმიური ნივთიერებები, რომლებიც ადამიანის ჯანმრთელობისათვის ზიანის შემცველია.

საუკეთესო არჩევანს მოწევისთვის თავის დანებება წარმოადგენს

თამბაქოს მოხმარების შედეგად გამოყოფილი კვამლი 7000-მდე ქიმიური ნივთიერებას შეიცავს, რომელთაგან 100 მოწევასთან დაკავშირებული დაავადებების გამომწვევ მთავარ მიზეზად სახელდება, 70 კი კანცეროგენულ ნივთიერებად მიიჩნევა.

ყოველწლიურად მილიონობით მწეველი აკეთებს საუკეთესო არჩევანს და ანებებს თავს მოწევას. თუმცა, მწეველთა

დიდი ნაწილი ვერ ან არ ანებებს თავს თამბაქოს მოხმარებას. ზიანის შემცირების მიზნით, ისინი ტრადიციულ სიგარეტებს თამბაქოს ალტერნატიული მოწყობილობებით ანაცვლებენ. თამბაქოს უკვამლო მოწყობილობების მოხმარების შედეგად მწეველი ნიკოტინის სასურველ დონეს იღებს ზედმეტი წვისა და ფერფლის გარეშე.


როგორ მუშაობს თამბაქოს უკვამლო მოწყობილობა?

მაშინ, როდესაც ტრადიციული სიგარეტის წვა 6000C-ზე მიმდინარეობს, თამბაქოს გასახურებელი მოწყობილობა სპეციალურად შექმნილ თამბაქოს ღერს 4000C-მდე ახურებს.

კვამლის უგულებელყოფით, თამბაქოს უკვამლო მოწყობილობები ამცირებს მოხმარების შედეგად გამოთავისუფლებული მავნე ქიმიური ნივთიერებების რაოდენობას და ეს სამეცნიერო მტკიცებულებებით არის დადასტურებული.

აღსანიშნავია, რომ თამბაქოს უკვამლო მოწყობილობები არ არის სრულიად უსაფრთხო. სამეცნიერო კვლევები აჩვენებს, რომ თამბაქოს ელექტრონული მოწყობილობების მიერ გამოთავისუფლებული აეროზოლი შეიცავს ისეთ ნივთიერებებს, რომლებიც არ გვხვდება ტრადიციული სიგარეტის კვამლში.

მიუხედავად ამისა, მსოფლიოს გავლენიანი ჯანდაცვის ორგანიზაციები (როგორებიც არის დიდი ბრიტანეთის, შოტლანდიის ჯანდაცვის უწყებები და აშშ-ს საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაცია) აღნიშნავენ, რომ თამბაქოს გასახურებელი მოწყობილობები, ტრადიციულ მოწევასთან შედარებით, საგრძნობლად ამცირებს მწეველის ორგანიზმზე განხორციელებულ უარყოფით ზეგავლენას და ხელს უწყობს ზიანის შემცირებას.

R

ბეჭდვა
e87a93