სიახლე

„ერთი რაღაც მინდა გითხრათ, რაც არასდროს მითქვამს“ - გიორგი გასვიანი საკუთარ წარსულს იხსენებს

ტელეწამყვანი და მსახიობი გიორგი გასვიანი სოციალურ ქსელში აქტიურობით გამოირჩევა. მან სულ ცოტა ხნის წინ მარიტა მელიქიშვილზე იქორწინა და მას შემდეგ ხშირად აქვეყნებს ოჯახურ ფოტოებსაც.

ამჯერად გასვიანი წარსულსა და ბავშვობის წლებს გადაცემაში „ჩვენი ოჯახი“ იხსენებს: „ერთი რაღაც მინდა გითხრათ, რაც არასდროს არ მითქვამს. ეს ფოტოები სოხუმშია გადაღებული. ამის შემდეგ, დაახლოებით, 6-დან 8-წლამდე მე ფოტოები არ მაქვს. მოხდა ომი, ვიყავით დევნილები, ხან ერთ ნათესავთან ვიყავი, ხან - მეორესთან, მერე თბილისში გადმოვედი... როცა მთხოვეს, ფოტოები გადმოაგზავნეო, მაშინ მივხვდი,
რომ მე პირველი კლასის სურათი არ მაქვს. ეს ყველაფერი უკავშირდება ჩვენი ქვეყნის ბედს“ - ამბობს გიორგი გასვიანი.


როგორც ცნობილია, გიორგი გასვიანი სოხუმში დაიბადა და იქ იზრდებოდა. ომის შემდეგ კი ოჯახთან ერთად სახლის დატოვება და თბილისში წამოსვლა მოუწია. გიორგი ბავშვობის წლებს და სოხუმში გატარებულ დროს ხშირად იხსენებს: „სულ მესიზმრება, რომ ჩავდივარ მაგრამ სახლის კარი ხან აჭედილია, ხან მოყინულია და ვერ ვახერხებ შესვლას, არადა მინდა. ჩემს სახლში, მეორე სართულზე სანამ ახვიდოდი, კიბის ქვეშ შტაბი მქონდა, სათამაშოებს ვინახავდი, მინდა ვნახო...“ - ამბობდა ტელეწამყვანი ერთ-ერთ ინტერვიუში.




FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93