მომღერალი თათა გიორგობიანი ცნობილი "ღამის შოუს" ბენდიდან გახდა. ის გელა გნოლიძესა და ბაბი კირკიტაძესთან ერთად მღერის და, ამის პარალელურად, არაერთი მიმართულებით მუშაობს.
ამჯერად თათა გიორობიანი ფოტოებსა და ვიდეოებს საავადმყოფოდან აქვეყნებს. როგორც მომღერალმა განმარტა, მოულოდნელად ბრმანაწლავის ოპერაციის გაკეთება დასჭირდა, თუმცა ახლა თავს კარგად გრძნობს და გულშემატკივრებს მადლობას უხდის ყურადღებისა და სიყვარულისთვის. „უღრმესი მადლობა ჩემს ყველა მეგობარს, თანამშრომელს, ბენდის წევრს, ვინც მომიკითხეთ და გვერდში დამიდექით“ - წერს თათა.