სიახლე

„ბევრს ვნერვიულობ, ვღელავ... ოდესღაც კარგები რომ იყვნენ და უკან დაბრუნებისას „ბანძდებიან“, არ მინდა ეგ ვიყო“ - ნუკი კოშკელიშვილი

„ბევრს ვნერვიულობ, ვღელავ... ოდესღაც კარგები რომ იყვნენ და უკან დაბრუნებისას „ბანძდებიან“, არ მინდა ეგ ვიყო“ - ნუკი კოშკელიშვილი
ტელესახე და ინფლუენსერი ნუკი კოშკელიშვილი სოციალური ქსელის გამომწერებს ხშირად უზიარებს საკუთარ ყოველდღიურობას, აძლევს სასარგებლო რჩევებს და მათგან საჭირო ინფორმაციას თავადაც იღებს.


როგორც ცნობილია, ნუკი კოშკელიშვილი ამ სეზონზე პოპულარული შოუ „ნიჭიერის“ ერთ-ერთი წამყვანი იქნება. ის ამ თემაზე ვრცელ პოსტს აქვეყნებს და გამომწერებს რჩევებს სთხოვს: „ერთ-ერთი ყველაზე საპასუხისმგებლო „წამყვანობა”, რომელიც მქონია. რატომ? პირველი: იმიტომ, რომ 6 წელია, აღარ მიმუშავია ტელევიზიაში და ოდესღაც კარგები უკან რომ ბრუნდებიან და გაბანძებულები არიან, ეგ არ მინდა ვიყო. მეორე: აი, კარგ “პალასაზე”
რომ ხარ, თითქოს არავინ გლანძღავს, სოც. ქსელში დადებითი ემოცია მოდის და შეირგე, რა, ახლა ცუდი რომ ვიყო, წამოვა სიძულვილის ტალღა.. მესამე: ჩემამდე ისეთ მაგარ ადამიანებს მიყავდათ გადაცემა, რომ ცოტა კომპლექსდები, ნერვიულობ შენ თუ შეძლებ ასე. ხომ მიხვდით, ვღელავ…. ბახუტა ძალიან ნიჭიერია და მისთვის არაფერი წარმოადგენს პრობლემას საერთოდ.. ბევრს კი ვნერვიულობ, მაგრამ თან ვხვდები, რომ ყველაზე მაგარი სეზონი იქნება, მონაწილეები არიან სასწაული!!!!!!!! არნახულ შოუს გპირდებიან პროდიუსერები, პირველ ქასტინგზე ენა ლამის გადამეყლაპა, ისეთები ვნახე და კინაღამ მუცელი გამისკდა სიცილისგან, ყველაფერი იქნება. ჩემი, როგორიც წამყვანის გეგმაა, ვიყო, რაც ვარ, ვიბაცნო, ვიცინო, გაცინოთ და ვიხალისო. თუ რამე რჩევები გაქვთ, ძალიან გთხოვთ, მითხარით. როგორი გინდათ იყვნენ მე-10 საიუბილეო სეზონის წამყვანები?
პ.ს ბახუტას წავაკითხებ კომენტარებს, „ინსტაგრამი“ ჯერ არ აქვს, მაგრამ არ ინერვიულოთ, შებმის პროცესში ვარ, მალე გავაკეთებინებ!” - წერს ნუკი კოშკელიშვილი.




FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93