სიახლე

„გასულ წელს მშიერი ვიყავი, წელს კი უფრო დიდი ჩანთა შევარჩიე და მე თვითონ მოვიტანე შემწვარი ქათამი" - ნახეთ Met Gala-ს "სევდიანი" მენიუ კოლოსალური თანხების სანაცვლოდ

„გასულ წელს მშიერი ვიყავი, წელს კი უფრო დიდი ჩანთა შევარჩიე და მე თვითონ მოვიტანე შემწვარი ქათამი" - ნახეთ Met Gala-ს "სევდიანი" მენიუ კოლოსალური თანხების სანაცვლოდ
ამერიკლემა მსახიობმა, მომღერალმა და ტელესახემ, კეკე პალმერმა Met Gala-დან სევდიანი ფოტო გამოაქვეყნა. როგორც აღმოჩნდა, ის ვახშმით არც ისე აღფრთოვანებული დარჩა. კეკე მანამდე წითელ ხალიჩაზე Vogue-ის პირდაპირ ჩართვას გაუძღვა, მოგვიანებით კი „ინსტაგამის“ სთორიში კერძების ფოტო გამოაქვეყნა: „აი რატომ არ აჩვენებენ ისინი საკვებს“ - წერდა კეკე. ფოტოზე ბოსტნეულის მცირე ულუფაა წარმოდგენილი, მათ შორის, სიმინდი, პომიდორი, სოკო, კიტრი და მარცვლეული.


როგორც ჩანს, კეკე პალმერი მასშტაბურ ღონისძიებაზე საკვებით იმედგაცრუებული პირველად არ აღმოჩნდა, მან 2017 წელსაც გამოაქვეყნა ფოტო Fyre Festival-დან,
რასაც დიდი განხილვა და განსხვავებული მოსაზრებები მოჰყვა. ზოგი წერდა, რომ ასეთი მცირე ულუფის შეთავაზება სირცხვილია, ზოგი კი ამტკიცებდა, რომ ასეთი სახის ღონისძიებაზე ეს სრულებით საკმარისია.



კეკე პალმერს არაერთი მომხრე ჰყავს, მაგალითად, ტიფანი ჰადიში: „გასულ წელს მშიერი ვიყავი, წელს კი უფრო დიდი ჩანთა შევარჩიე და მე თვითონ მოვიტანე შემწვარი ქათამი. რამდენიმე მეგობარს დავურეკე, რომლებიც ვიცი, რომ მსგავსად იქცევიან, მათ სოუსი წამოიღეს..“ - ამბობდა ჰადიში W Magazine-სთან საუბრისას.



მიზეზი, თუ რატომ აღმოჩნდა კეკე პალმერის ფოტო განსაკუთრებით ხმაურიანი, ისაა, რომ ამ მაგიდის ხარჯებზე ანა ვინტურმა იზრუნა. Page Six-ის ცნობით, ღონისძიებაზე მოწვეულმა სტუმრებმა უნდა გადაიხადონ $ 30,000-დან $ 50,000-მდე, მაგიდებისთვის კი - 275,000-დან 500,000 აშშ დოლარამდე, თუმცა ამ ხარჯებს ცნობილი მოდის სახლები ფარავენ. Vogue წერს, რომ წლევანდელი მენიუ განსაკუთრებული იყო, რადგან მასში Marcus Samuelsson-ისა და Bon Appétit-ის მიერ შერჩეული ათი დამწყები მზარეულის რეცეპტებით შექმნილი მცენარეული კერძები იყო წარმოდგენილი.

„ჩვენ ძალიან აღფრთოვანებულები და მადლიერები ვართ, რომ მარკუს სამუელსონთან ერთად ვიმუშავეთ წლევანდელ Met Gala-ს მენიუზე. ათი დამწყები მზარეულის რეცეპტების გამოყენება პანდემიის შემდეგ მნიშვნელოვნად დაზარალებულ სარესტორნო ინდუსტრიას კიდევ უფრო გამოაცოცხლებს და წაახალისებს“ - აღნიშნა Vogue-ს წარმომადგენელმა სამშაბათს Page Six-სთან საუბრისას.




FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93