31 წლის ნუცა მაღლაკელიძე, რომელიც თურქეთის კლინიკაში მძიმე სენს ებრძოდა, გარდაიცვალა. მას მეოთხე სტადიის სიმსივნე ფილტვთან და გულთან ახლოს ჰქონდა.
რამდენიმე დღის წინ ნუცას საკუთარი ძმის ძვლის ტვინი გადაუნერგეს, თუმცა მისი გადარჩენა ექიმებმა ვერ მოახერხეს.
"არ ვიცი რა უნდა ვთქვა. ამდენი თვის მანძილზე ვერ გავიაზრე, რომ მართლა შეიძლება დამარცხებულიყო.
გიჟი, გადარეული, ქარიზმატული – უყურებდი და სწავლობდი, როგორ უნდა იყო ბედნიერი.
ისე მიხაროდა, ჩემკენ რომ გადმოვიდა. ბევრი უნდა გვესეირნა და ბევრი უნდა მესწავლა მისგან”.
“ვერ მოვასწარი…ვერ გიშველით ჩემო სიყვარულო, ვერ გიყიდეთ ვერანაირი ფულით, მთელი საქართველო გვერდით დაგვიდგა და მაინც”.
“ისე გაფრინდა, ჩახუტება ვერ მოვასწარი… უბრალოდ გეტყვი. რომ მიყვარხარ”.
“ასეთი ნუციკო წარსდგა უფალთან! ძალიან ძნელია უამრავმა ადამიანმა იცხოვრა მასთან ერთად და ჩვენ ყველა ველოდებოდით, გამარჯვებას… ყველაფერი ერთადაა ამ წერილში და პირადად მე ამ სიტყვებით მინდოდა დავმშვიდობებოდი მას! ნუციკო ჩვენ შენ გულში ამოგქარგეთ. უფალთან გაგაცილეთ და ამ. გზას ლოცვებით გავყვებით თითოეული ჩვენთაგანი…”
“ძლიერად უნდა დავდგეთ. ვერ გაუძლო ჩვენი გოგოს გულმა. აღარ გვყავს ამქვეყნად. იმ ქვეყნიდან ისევ ისე ვეყვარებით.როგორც ჩვენ გვეყვარება გაუნელებლად.მადლობა უდიდესი თქვენ… გვერდში დგომისთვის” – წერენ ნუცა მაღლაკელიძის მეგობრები ფეისბუკში.
<div> <div class="gtx-trans-icon"></div>
</div>