სიახლე

“ისე გაფრინდა, ჩახუტება ვერ მოვასწარი... ვერ გა­უძ­ლო ჩვე­ნი გო­გოს გულ­მა. აღარ გვყავს ამ­ქვეყ­ნად" - ნუცა მაღლაკელიძე თურქეთის კლინიკაში გარდაიცვალა

“ისე გაფრინდა, ჩახუტება ვერ მოვასწარი... ვერ გა­უძ­ლო ჩვე­ნი გო­გოს გულ­მა. აღარ გვყავს ამ­ქვეყ­ნად" - ნუცა მაღლაკელიძე თურქეთის კლინიკაში გარდაიცვალა
31 წლის ნუცა მაღლაკელიძე, რომელიც თურქეთის კლინიკაში მძიმე სენს ებრძოდა, გარდაიცვალა. მას მეოთხე სტადიის სიმ­სივ­ნე ფილ­ტვთან და გულ­თან ახლოს ჰქონდა.

რამდენიმე დღის წინ ნუცას საკუთარი ძმის ძვლის ტვინი გადაუნერგეს, თუმცა მისი გადარჩენა ექიმებმა ვერ მოახერხეს.

"არ ვიცი რა უნდა ვთქვა. ამდენი თვის მანძილზე ვერ გავიაზრე, რომ მართლა შეიძლება დამარცხებულიყო.
გიჟი, გადარეული, ქარიზმატული – უყურებდი და სწავლობდი, როგორ უნდა იყო ბედნიერი.
ისე მიხაროდა, ჩემკენ რომ გადმოვიდა. ბევრი უნდა გვესეირნა და ბევრი უნდა მესწავლა მისგან”.

“ვერ მოვასწარი…ვერ
გიშველით ჩემო სიყვარულო, ვერ გიყიდეთ ვერანაირი ფულით, მთელი საქართველო გვერდით დაგვიდგა და მაინც”.

“ისე გაფრინდა, ჩახუტება ვერ მოვასწარი… უბრალოდ გეტყვი. რომ მიყვარხარ”.

“ასეთი ნუციკო წარსდგა უფალთან! ძალიან ძნელია უამრავმა ადამიანმა იცხოვრა მასთან ერთად და ჩვენ ყველა ველოდებოდით, გამარჯვებას… ყველაფერი ერთადაა ამ წერილში და პირადად მე ამ სიტყვებით მინდოდა დავმშვიდობებოდი მას! ნუციკო ჩვენ შენ გულში ამოგქარგეთ. უფალთან გაგაცილეთ და ამ. გზას ლოცვებით გავყვებით თითოეული ჩვენთაგანი…”

“ძლი­ე­რად უნდა დავ­დგეთ. ვერ გა­უძ­ლო ჩვე­ნი გო­გოს გულ­მა. აღარ გვყავს ამ­ქვეყ­ნად. იმ ქვეყ­ნი­დან ისევ ისე ვეყ­ვა­რე­ბით.რო­გორც ჩვენ გვეყ­ვა­რე­ბა გა­უ­ნე­ლებ­ლად.მად­ლო­ბა უდი­დე­სი თქვენ… გვერ­დში დგო­მის­თვის” – წერენ ნუცა მაღლაკელიძის მეგობრები ფეისბუკში.
ბეჭდვა
e87a93