მოდელი და ტელეწამყვანი მარიამ სანოგო სოციალურ ქსელში დიდი პოპულარობით სარგებლობს. ის ეგზოტიკური და განსხვავებული ვიზუალის გამო ხშირად ექცევა საზოგადოების ყურადღების ცენტრში. „5 წლის ვიყავი, როცა პირველად თაკო ჩხეიძის სამოდელო სააგენტოში დავიწყე სიარული. დაახლოებით სამი თვის შემდეგ გაიმართა მოდის კვირეული, სადაც ჩემი გაყვანა გადაწყვიტეს. სიმართლე გითხრათ, გამიკვირდა და გამიხარდა. აქედან დაიწყო ჩემი სამოდელო კარიერა” - ამბობდა მარიამი. დღეს მას „ინსტაგრამზე“ 65 000-ზე მეტი გამომწერი ჰყავს, რომლებსაც ხშირად უზიარებს როგორც პირად, ისე ოჯახურ ფოტოებს და სასარგებლო რჩევებსაც აძლევს.
მარიამ სანოგომ The Talk show-ში ძალდობსთან დაკავშორებით ისაუბრა:
როგორც მარიამ სანოგომ განმარტა, ის არაერთხელ ყოფილა საზოგადოებისგან ძალადობის მსხვერპლი: „ხშირად ვყოფილვარ ოჯახის გარეთ, საზოგადოების მხრიდან ძალადობის მსხვერპლი. არაერთი შემთხვევა მახსენდება, შემიძლია გავიხსენო როგორც ქალის, როგორც ფერადკანიან ქალის მიმართ ძალადობა. ყველაზე მეტი რომელ შემთხვევაზეც ვინერვიულე, იყო ბავშვის გამო. ჩემი შვილი იყო 2-3 თვის, დღისით, ქალაქის ერთ-ერთ ცენტრარულ ქუჩაზე, ჭავჭავაძეზე, გამომეკიდა უცხო მამაკაცი ჩხუბით და ყვირილით. თავი შევაფარე აფთიაქს. სანამ აფთიაქში არ შევედი, მანამდე არავის ჰქონია რეაქცია. აფთიაქში გამომესარჩლა ქალი, რომელიც დაცვის თანამშრომელი იყო. სასამართლო პროცესიც გაიმართა. სათანადო დასჯა არის პირველი პრევენცია“, - ამბობს მარიამ სანოგო.