სიახლე

„ვიზრდებოდი ოჯახში, სადაც იყო ტოქსიკური გარემო, მუდმივი დაძაბულობა... მე დავიჯერე, რომ ოჯახი არასდროს უნდა შემექმნა“ - ნელი აგირბა

„ვიზრდებოდი ოჯახში, სადაც იყო ტოქსიკური გარემო, მუდმივი დაძაბულობა... მე დავიჯერე, რომ ოჯახი არასდროს უნდა შემექმნა“ - ნელი აგირბა
ნელი აგირბას საზოგადოების ნაწილი კარგად იცნობს. რამდენიმე წლის წინ ტელეეკრანებზე ხშირად ჩანდა და საინფორმაციო გადაცემასაც უძღვებოდა. ბოლო დროს კი სოციალურ ქსელში გადაინაცვლა და საკუთარ მოსაზრებებს სხვადასხვა საკითხთან მიმართებით გამომწერებს „ფეისბუკის“ საშუალებით უზიარებდა.

სულ ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ნელი აგირბა პოპულარული ამერიკური შოუს The Talk show-ს ქართული ანალოგის ერთ-ერთი წამყვანი იქნებოდა. გადაცემის პრემიერა გუშინ, 14 სექტემბერს ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ეთერში შედგა. ნელისთან ერთად, გადაცემის წამყვანები მარიამ სანოგო, რუსკა მაყაშვილი, სტეფანე მღებრიშვილი და ნატა ასათიანი
არიან. გადაცემის მთავარი თემა ძალადობა იყო, წამყვანებმა კი ამ საკითხთან მიმართებით საკუთარ გამოცდილებაზე გულახდილად ისაუბრეს.


ნელი აგირბამ ბავშვობა გაიხსენა: „მე ვიზრდებოდი ოჯახში, სადაც იყო ტოქსიკური გარემო. ეს არ იყო ფიზიკური ძალადობა, მაგრამ მშობლებს უჭირდათ საერთო ენის გამონახვა. მუდმივი დაძაბულობა იყო სახლში. მუდმივად ხდებოდა დამცირება ჩემს თვალწინ, მე ვგრძნობდი პასუხისმგებლობას, რომ განმემუხტა სიტუაცია. შედეგად, მე დავიჯერე, რომ ოჯახი არის ეს. როცა ვიყავი 7-8 წლის, სტუმრად წავედი კლასელთან, სადაც ვნახე ზღაპრული იდილია, მეგობრული გარემო. დედა მამას ეხუტებოდა, მშობლები ეფერებოდნენ შვილს...

სახლში ძალიან დაფიქრებული მოვედი, მოვიკრიბე ძალა და მშობლებს ვკითხე, იმათ თუ შეუძლიათ, ჩვენ რატომ არ შეგვიძლია-მეთქი? მათ ისეთი რამ მითხრეს, რისიც, ალბათ, თვითონაც სჯეროდათ და მე ბევრი ვიმუშავე ჩემს თავზე, რომ ეს სტერეოტიპი, როგორღაც, გადამელახა. მითხრეს, რომ ისინი უბრალოდ სხვების დასანახად თამაშობენ იდილიას, როგორც კი უცხო პირი მიდის, იქაც იგივე ხდებაო. მე დავიჯერე, რომ ოჯახი არასდროს უნდა შემექმნა. მეგობრებო, ეს ასე არ არის, არსებობს ძალიან ბედნიერი ოჯახების მაგალითები“ - ამბობს ნელი აგირბა.



როგორც ჩანს, ნელიმ შეძლო სტერეოტიპის დამსხვრევა და მოახერხა ბედნიერი ოჯახის შექმნა. ის რჩეულთან, სერიალ "ჩემი ცოლის დაქალების" ხმის ოპერატორთან, ეშტონ ლაღიძესთან ერთად ცხოვრობს. 2020 წელს წყვილს საერთო შვილი, ნოა შეეძინა. მანამდე ნელი აგირბა ასევე სერიალ „ჩემი ცოლის დაქალების“ მსახიობზე, ილო ბეროშვილზე იყო დაქორწინებული, მათ ორი საერთო შვილი, სესილია და ევა ჰყავთ. ილოსთან განქორწინების შემდეგ, ნელიმ ურთიერთობა ირაკლი ძიმისტარაშვილთან დაიწყო, რომელიც სამი წლის წინ მოულოდნელად გაირდაიცვალა. ირაკლი ცნობილი ინფექციონისტის, მარინა ენდელაძის ვაჟი იყო. ნელი აგირბამ და ეშტონ ლაღიძემ ურთიერთობა 2019 წელს გაასაჯაროეს.




FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93