სიახლე

"თითოეული ასეთი ადამიანის წარმატება ქვეყნისა და ერის წარმატებაა... P.S: რა გაგიკვირდათ, წელიწადზე მეტია მედპერსონალი ასე დავდივართ…” - თამარ ჟამურაშვილი

"თითოეული ასეთი ადამიანის წარმატება ქვეყნისა და ერის წარმატებაა... P.S: რა გაგიკვირდათ, წელიწადზე მეტია მედპერსონალი ასე დავდივართ…” - თამარ ჟამურაშვილი
ექიმი-პულმონოლოგი თამარ ჟამურაშვილი Met Gala 2021 წლის ღონისძიებაზე დემნა გვასალიასა და კიმ კარდაშიანის გამოსვლას ეხმიანება და წერს, რომ ასეთი ადამიანის წარმატება ქვეყნისა და ერის წარმატებაა!.

“ვაღიარებ, დღემდე არ ვიცოდი ვინ იყო დემნა გვასალია.

ისეთი აჟიოტაჟია სოც ქსელში, იძულებული გავხდი გამერკვია. გულით გამიხარდა და თან გაკვირვებული არა, გაოგნებული დავრჩი კომენტარებით. ამდენი ნეგატიური და ბოღმით სავსე განწყობა საიდან მოდის?! რამდენი ქართველი აღწევს კი მაგრამ ასეთ წარმატებას?

ეს კაცი, გერმანელი რომ იყოს, გააფეტიშებდნენ იმდენს აქებდნენ. იცით რატომ? თითოეული
ასეთი ადამიანის წარმატება ქვეყნისა და ერის წარმატებაა!

ჩვენი უფლებაა მოგვეწონოს ან არა, მაგრამ ერთ-ერთი ქართველის მართლაც და საოცარი წარმატება მის სფეროში გაგვიხარდეს და მივულოცოთ არ შეიძლება?!

ეს წვეულება “სალხინოში” გადახდილი დაბადების დღე არ არის. დიახ, იქ რაც უფრო ექსტრავაგანტული და თვალში საცემია სამოსი, მით უფრო ფასობს.

P.S: რა გაგიკვირდათ, წელიწადზე მეტია მედპერსონალი ასე დავდივართ…”,- წერს თამარ ჟამურაშვილი.




FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93