"საზოგადოებრივ ტრანსპორტში ნუ ლაპარაკობთ, ტაქსიში “ორპირი გააკეთეთ”, აერიდეთ ნეგატიურ გარემოს, გააკეთეთ მინიმუმ ერთი სიკეთე დღეში"- გიორგი ფხაკაძის რეკომენდაციები - Marao

"საზოგადოებრივ ტრანსპორტში ნუ ლაპარაკობთ, ტაქსიში “ორპირი გააკეთეთ”, აერიდეთ ნეგატიურ გარემოს, გააკეთეთ მინიმუმ ერთი სიკეთე დღეში"- გიორგი ფხაკაძის რეკომენდაციები

2021-09-15 08:57:34+04:00


პროფესორი გიორგი ფხაკაძე ბოლო 24 საათში საქართველოში გამოვლენილ ახალ შემთხვევების რაოდენობას სოციალური ქსელით ეხმიანება და წერს, რომ ქვეყანაში არალოგიკური ეპიდემიაა.

„ეს ციფრები არის არჩევნების ბრალი❗️

✅ქვეყანაში არის არალოგიკური ეპიდემია❗️ანუ, საარჩევნო ეპიდემია+არაპროფესიონალიზმი ❗️

✅ყველაზე პესიმისტური მეცნიერული გათვლებით სექტემბრის მე-3 კვირიდან კოვიდის მე-4 ტალღა უნდა წამოსულიყო ქვევით. და რას ვხედავთ?! დღეს ისევ დავკარგეთ 60 ჩვენი თანამოქალაქე????

✅სამწუხაროდ, ეს პროგნოზიც ასრულდა. მე ვთქვი, რომ ახლა არჩევნების ჩატარება დამღუპველი იქნებოდა ქვეყნისთვის. შუა ეპიდემიის დროს წინასაარჩევნო აქტივობები – ეს დამყუპველია და შედეგსაც ვხედავთ. როდემდე?!

✅ხომ ხედავთ, რომ არავის არაფერი არ აინტერესებს.. მიხედეთ საკუთარ თავს, მიხედეთ ახლობლებს და და ოჯახის წევრებს:

????არ ჩაეხუტოთ ერთმანეთს (კოცნაც გადადეთ ცოტა ხნით);

????მოკლე მანძილზე ნუ გამოიყენებთ საზოგადოებრივ ტრანსპორტს და, საერთოდ, მაქსიმალურად მოერიდეთ საზოგადოებრივი ტრანსპირტით სარგებლობას;

????საზოგადოებრივ ტრანსპორტში ნუ ლაპარაკობთ;

????ტრასპორტში კონდიციონერები გამორთული უბდა იყოს და ფანჯრები მაქსიმალურად ღია უნდა იყოს. ყველაზე უსაფრთხო ადგილი არის ღია ფანჯარასთან;

????ტაქსიში “ორპირი გააკეთეთ” 2 ფანჯარა ღია 2 ფანჯარა ამოწეული;

????შენობებში ცენტრალური კონდიცირება უნდა იქნას გამორთული და “ორპირი” უნდა იქნას შექმნილი, რათა რაც შეიძლება, მაქსიმალურად სუფთა ჰაერის ცირკულაცია ხდებოდეს;

????გამოიყენეთ სამედიცინო პირბადე სახლიდან გასვლისას ყველგან ❗️

????ხშირად დაიმუშავეთ ხელები❗️

????სანამ არის ფაიზერი ქვეყანაში, აიცერით❗️

????არა ნეგატივს: აერიდეთ/წაშალეთ/დაბლოკეთ /აღარ ნახოთ – ყველა ნეგატიური ამბავი, ადამიანები და აერიდეთ ნეგატიურ გარემოს. ნეგატივი არის მავნე თქვენი ორგანიზმისათვის❗️

????მიირთვით სუფთა წყალი, ამოიღეთ ხმარებიდან შაქარი, და მიირთვით სეზონური ხილი და ბოსტნეული.

????გააკეთეთ მინიმუმ ერთი სიკეთე დღეში ????

ჯანმრთელობას გისურვებთ ????“ ,- წერს გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში.

<div> 
<div class="gtx-trans-icon"></div>
</div>