სოციალური ქსელის მომხმარებელი, ემოციურ წერილს აქვეყნებს და საკუთარ პრობლემაზე წერს. მისი თქმით, შვილი საკუთარი ნებით გააშვილა, თუმცა ახლა კი ჯგუფის „ვეძებ" დახმარებით მის პოვნას ცდილობს.
„არავის ცხოვრებაში არ ვყოფ ცხვირს! მე ვარ ერთ-ერთი მათგანი, რომელმაც თავისი ნებით გააშვილა ბავშვი!(ბიჭი).
გავაშვილე იმ პირობით რომ მეცოდინებოდა სად და ვის ოჯახში გაიზრდებოდა! სამწუხაროდ, მეც მოტყუებული დავრჩი!
საკეისროს მეორე დღესვე გამომწერეს და ბავშვიც გადამალეს. ვისთვის მეთქვა? მშობლებისთვის? მე მინდოდა ბავშვს ნორმალური ოჯახი ჰქონოდა! მე მარტო ვერ გავზრდიდი! რაც მოხდა მოხდა! ჩემი ბრალია, მაგრამ მე არ გამიყიდია, სანაგვე ყუთში არ ჩამიგდია! ხელწერილიც კი არ დამიწერია! მთელი ცხოვრება ვნანობ ამაზე! მოდით და მესროლოს ქვა იმან, ვინც ცოდვილი არაა! დავრჩი მარტო ჩემს ტკივილთან ერთად. ამ ჯგუფმა იმედი მომცა და ამ ძაფივით იმედსაც ნუ მიკარგავთ თქვენი პოსტებით!!! 1997 წლის აპრილი. ბიჭი", - წერს ქალი.
<div> <div class="gtx-trans-icon"></div>
</div>