მსახიობი იუნა შაფათავა სოციალურ ქსელში ამერიკაში მოღვაწე დიზაინერ დემნა გვასალიაზე წერს. იუნას თქმით, დემნამ მსოფლიო დაიპყრო.
„დემნა გვასალიამ მსოფლიო დაიპყრო და მსოფლიომ აღიარა. მხოლოდ ქართველები ვიცინით და ვამბობთ აპლომბით: - აუ, რას აგოიმებს მსოფლიოს! ქართველებზე მშვენიერი, განა არის სადმე ერი?", - წერს იუნა შაფათავა.
ცნობისთვის, გვასალია კიმ კარდაშიანთან ერთად Met Gala 2021 წლის ღონისძიებაზე შავებში გამოწყობილი მივიდა. კიმს და დემნას სახეც კი დაფარული ჰქონდათ. ამ გამოსვლამ მსოფლიო აალაპარაკა და სხვადასხვა მესიჯი დაინახეს მასში.
ნაწილის თქმით, ეს გამოსვლა ავღანელ ქალებს და მათ ამჟამინდელ მდგომარეობას ასახავდა, ხოლო დანარჩენები ამბობენ, რომ დემნამ სამოსით პანდემიის გავლენა ადამიანებზე ასახა.