უფლებადამცველი ბაია პატარაია ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს სოციალური ქსელით ეხმაურება და წერს, რომ მისთვის საქართველოში ცხოვრება ჯოჯოხეთად იქცა.
„დილიდან მიხაროდა, რომ სამცხე-ჯავახეთის ადგილობრივ სათემო ორგანიზაციებს ვხვდებოდი ზუმში და ვატრენინგებდი ადვოკატირებაში.
მერე კი ფბ-ში შემოვიხედე და ორჯერ გამისკდა გული. ახალგაზრდა ჟურნალისტები ისევ კინაღამ მოკლეს ცემით, ხოლო გადასარევი ახალგაზრდა ბიჭი, რომელსაც უკვე ბევრი კარგი საქმე ჰქონდა გაკეთებული, ნამდვილად მოკლეს მამამისზე შურისძიების მიზნითო, ამბობენ.
ეს ქვეყანა ნამდვილ ჯოჯოხეთად იქცა!
მეშინია, რომ შვილს აქ ვზრდი. არ მინდა ასეთ ქვეყანაში ცხოვრება. მთავარი მოძალადე ხელისუფლებაა და ძალადობას ხელს აფარებს მთავრობა.
„ქართული ოცნების“ მმართველობა უნდა დასრულდეს!
არ დასრულდება და დავსრულდებით ჩვენ და ჩვენი შვილები...“ - წერს პატარაია.
<div> <div class="gtx-trans-icon"></div>
</div>