მიუხედავად იმისა, რომ წლებია, სცენა დატოვა ოფიციალურად და მოსკოვიდან გადასახლდა, თავის პატარა სასახლეში დაბინავდა ოჯახთან ერთად, მაინც სულ ინარჩუნებს აქტუალურობას, მასზე კვლავ საუბრობენ და მისი ოჯახური ამბებიც აინტერესებთ.
უკვე 74 წლისაა, თუმცა ახალგაზრდულად გამოიყურება და ტყუპ შვილთანაც ახალგაზრდულად და მხნედ უჭირავს თავი. "აი, ნაოჭები გამიჩნდა თვალების ქვეშ. აღარ გავიღიმო? კი მაგრამ, როგორ? როცა სიხარულით არის სავსე ჩვენი სასახლე. დაე, გაჩნდეს ნაოჭები. არ არის პრობლემა!" - წერს ინსტაგრამზე და ახალ ფოტოებს აქვეყნებს.
პირველად 1969 წელს იქორწინა ცირკის მსახიობ მიკოლას ორბაკასზე, როელთანაც გაუჩნდა ქალიშვილი კრისტინა ორბაკაიტე.
1973 წელს დაშორდა პირველ ქმარს და 1977 წელს დაქორწინდა მეორედ - კინორეჟისორ ალექსანდრ სტეფანოვიჩზე. მასთან 3 წელი იცხოვრა. შემდეგ იყო მესამე ქორწინება - 1985 წლიდან 1993 წლამდე, პროდიუსერ ევგენი ბოლდინზე. მეოთხე ქმარი კი ყველასთვის ცნობილი მომღერალი ფილიპ კირკოროვი გახლდათ - მასთან 1994 წლიდან 2005 წლამდე ცხოვრობდა. ფილიპი ალაზე 18 წლით იყო უმცროსი.

ალას 4 ქმარი

2011 წელს დაქორწინდა მეხუთედ და ალბათ, საბოლოოდ - ტელეწამყვან მაქსიმ გალკინზე, რომელიც მასზე 29 წლით არის უცროსი. 2013 წელს ეყოლათ სუროგატი დედისგან ტყუპი - ლიზა და გარი, რომელთაც სასახლეში ზრდიან და სკოლის გარდა, დამატებით საკმაოდ სერიოზულ განათლებას აძლევენ.

მიუხედავად იმისა, რომ ასაკთან შედარებით მართლაც კარგად გამოიყურება, საკმაოდ ბევრი პრობლემა აქვს.
გააგრძელეთ კითხვა და იხილეთ ფოტოები