პოპულარული სერიალის „ჩემი ცოლის დაქალების“ ახალი სოზინისთვის მზადება დაიწყო. სერიალის მსახიობები გადასაღები მოედნიდან არაერთ ვიდეოს აქვეყნებენ. მათ შორისაა კატოს როლის შემსრულებელი ნინო გაჩეჩილაძეც.
როგორც მისი „ინსტაგრამის“ სთორებიდან გახდა ცნობილი, სერიალში ნინოს გმირი ქორწინდება: „კატო გავაბედნიერეთ“, „გაჩკას ვათხოვებთ“ - ამბობენ მსახიობები ვიდეოში.
ქართული სატირულ-იუმორისტული ჟანრის ტელესერიალი „ჩემი ცოლის დაქალები“ ეკრანებზე 2011 წელს გამოჩნდა და მას შემდეგ მაყურებელს ყოველ სეზონზე განახლებულ ისტორიებსა და თავგადასავლებს სთავაზობს. როგორ განვითარდება მოვლენები სერიალში, ამას გულშემატკივრები სულ მალე იხილავენ.