ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი "ფეისბუკზე" ნინო ახობაძის პოსტს აზიარებს, სადაც ავტორი ექიმს აკრიტიკებს და წერს, რომ მოქალაქეების ყოველდღიურობაში მნიშვნელოვანი ცვლილებები არის აუცილებელი, რადგან ადამიანების დრო და რესურსის ძირითადი ნაწილი ქარს მიაქვს.
„არ უნდა ქვეყანა, სადაც კულუმბეგოვი ყველაფრის ექიმი და ტელევარსკვლავია და კიდევ ბევრი რამე არ უნდა.
ეჰ, რაში იხარჯება ამდენი ადამიანური ემოცია და რესურსი, ფაქტია რაღაც ძალიან შესაცვლელი გვაქვს ჩვენს ყოველდღიურობაში.
ღმერთო გადმოგვხედე და ვაქცინის ბუსტერის ნაცვლად, გონიერების ბუსტერი დაგვიმატე, გთხოვ!“, - წერს კულუმბეგოვი.