შორენა ბეგაშვილი ხშირად ჩნდება ტელეეკრანებზე და განსაკუთრებით აქტიურია სოციალურ ქსელში. მისი ფოტოები „ინსტაგრამზე“ ყოველთვის დიდ გამოხმაურებასა და უამრავ კომენტარს იმსახურებს.
განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა მის მიერ ბოლოს გამოქვეყნებულმა კადრებმა ესპანეთიდან და თურქეთიდან, სადაც ტელეწამყვანი შვილთან, ევა ბარბაქაძესთან ერთად ისვენებდა.
ამჯერად ყურადღებას შორენა ბეგაშვილის თამამი ფოტოსესია იპყრობს: „კატასტროფულად ლამაზია ეს გოგო“, „საუკეთესო ხარ“, „ყველაზე ლამაზი“ - წერენ „ინსტაგრამზე“.