22 წლის ნიკა კვარაცხელიას მკვლელობამ მთელი ქვეყანა შეძრა. მას რამდენიმე დღის წინ ვერაზე, ანჯაფარიძის ქუჩაზე დაესხნენ თავს და 9 ტყვია ესროლეს. მიყენებული ჭრილობების შედეგად ახალგაზრდა საავადმყოფოში გარდაიცვალა.
ნიკა კვარაცხელია "კანონიერი ქურდის", გია კვარაცხელიას შვილია, თუმცა ბიჭს კრიმინალთან არანაირი შეხება არ ჰქონია. როგორც ახლობლები ამბობენ, ის უნიჭიერესი და მიზანსწრაფული ახალგაზრდა იყო და ტექნოლოგიების სფეროში მოღვაწეობდა, არის პლატფორმა Feedc-ის დამფუძნებელი.. ნიკა კვარაცხელიამ განათლება საფრანგეთის საუკეთესო ბიზნეს სკოლაში – SKEMA Business School-ში მიიღო.
22 წლის ახალგაზრდას სამშაბათს, საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალავენ.
ნიკას დედა იზა კვარაცხელია იტალიიდან შვილის მკვლელობის შემდეგ დაბრუნდა. როგორც ამბობს, ის შვილის მკვლელს ყველაფერს პატიონს. ნიკას დედის სიტყვებს სოციალურ ქსელში ოჯახის ახლობელი დარეჯან კვარაცხელია ავრცელებს.