საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტი გიორგი ფხაკაძე ახალი კვლევების შედეგებს სოციალურ ქსელში ასაჯაროვებს და წერს, რომ პფაიზერის ვაქცინა 5-11 წლის ასაკის ბავშვებში ეფექტიანია.
„ამ ინფორმაციას ელოდებოდა ყველა.
პფაიზერის ვაქცინის ეფექტურობა იქნა დადასტურებული 5-11 წლის ასაკის ბავშვებში.
პფაიზერი/ბიონტეკი ამ კვირაში შეიტანენ განაცხადს ავტორიზაციაზე ამ ასაკობრივ ჯგუფებისათვის.
5 წლის ქვევით ასაკის კვლევები მიმდინარეობს და 2-3 თვეში იქნება ხელმისაწვდომი. ალბათ დაშვებულიც იქნება საახალწლოდ.
შეგახსენებთ, პფაიზერი/ბიონტეკს სრული ავტორიზაცია აქვს მიღებული ამერიკის წამლის სააგენტოდან 16 წლის ზემოთ ასაკიდან. 12-16 წლის ასაკობრივ ჯგუფში კი გადაუდებელი მოხმარების ავტორიზაცია“, - წერს ფხაკაძე.
<div> <div class="gtx-trans-icon"></div>
</div>