ვერაზე მოკლული 22 წლის ნიკა კვარაცხელია დღეს დაკრძალეს. გარდაცვლილის შესახებ სოციაკურ ქსელში ზურიკოგოგოხია პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ 30 000-მა ადამიანმა გააცილა უკანასკნელ გზაზე ნიკო.
„მე პირველად ვიყავი ჩემზე ასაკით უმცროსი ადამიანის გასვენებაზე.
30 000-მა ადამიანმა გააცილა უკანასკნელ გზაზე ნიკო. არსად მინახავს ადამიანებს მუჭის მიწა ცრემლით დაესველებინოს და ისე მოეფრქვიოს სამარეზე.
რამდენი მუჭაც იყო იმდენი მდუღარე ცრემლი გადმოჩქეფდა საბურთალოს სასაფლაოს აღმართიდან. ყველამ გულით ვიტირეთ განსაკუთრებით მაშინ, როცა დედამ ბოლო სიტყვები წარმოთქვა: „ნიკო ჩემო დედამიწაზე ანგელოზოო”.
მაგრამ ვერც ლოცვამ, ვერც ტირილმა და გოდებამ ვერ გამოაღვიძა იგი უკვდავი ძილიდან.
საუკუნო ხსოვნა და მარადიული სასუფეველი გამორჩეულ ქართველს.
მზე ჩასვლის შემდეგაც რჩება მნათობად“, - წერს ზურიკო გოგოხია.
<div> <div class="gtx-trans-icon"></div>
</div>