წარმატებული ქართველი მომღერალი ნუცა ბუზალაძე სოციალურ ქსელში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს. მას „ინსტაგრამზე“ 260 ათასზე მეტი გამომწერი ჰყავს, რომელთაც საკუთარ ყოველდღიურობასა და კარიერულ სიახლეებს მუდმივად უზიარებს.
ნუცას ფოტოები გულშემატკივრების მხრიდან ყოველთვის დიდ გამოხმაურებასა და უამრავ კომპლიმენტს იმსახურებს. გამომწერები, მის გარეგნობასთან ერთად, ყოველთვის ხაზს უსვამენ, რომ ნუცა ძალიან შრომისმოყვარე და მიზანდასახული ადამიანია.
განსაკუთრებულ მოწონებას იმსახურებს ნუცა ბუზალაძის მიერ ბოლოს გამოქვეყნებული ფოტოები. მან გამომწერებს მიმართა და სთხოვა, საუკეთესო ფოტო შეერჩიათ: „ყველა ძალიან კარგია“, „ყველა ფოტოში ულამაზესი ხარ“, „საუკეთესო გოგო“ - წერენ „ინსტაგრამზე“.