„ცეკვავენ ვარსკვლავების“ არაერთი სეზონის მონაწილე ჯულიანა ბარგნარი ბევრისთვის საყვარელი მოცეკვავეა. მისი ფოტოები და ვიდეოები სოციალურ ქსელში ყოველთვის უამრავ კომენტარს იმსახურებს. ტელეეკრანზე გამოჩენის პირველ წლებში ხშირად ისმოდა კითხვები მის გვარსა და წარმომავლობასთან დაკავშირებით. ჯულიანა ეროვნებით ასურელია, თუმცა საქართველოში დაიბადა. რამდენიმე წლის განმავლობაში ის რუსეთში ცხოვრობდა, თუმცა 6 წლის ასაკში უკან დაბრუნდა და სამი წლის შემდეგ ცეკვაც დაიწყო.
ჯულიანამ რამდენიმე დღის წინ ფოტოები ახალი იმიჯით გამოაქვეყნა. მოცეკვავემ შეცვლილი თმის ფერისა და ვარცხნილობის გამო გამომწერებისგან უამრავი კომპლიმენტი დაიმსახურა: „ქალი - ეშხი“, „საოცრება ხარ“, „ულამაზესი ჯულიანა“, „საუკეთესო ადამიანი და მოცეკვავე“ - წერენ „ინსტაგრამზე“.