ნიკოლოზ რაჭველი სოციალურ ქსელში აქტიურობით არ გამორჩევა. გამომწერებს ის უფრო მეტად კონცერტებისა და პროფესიული სიახლეების შესახებ უზიარებს ინფორმაციას, პირად ფოტოებს კი იშვიათად აქვეყნებს.
როგორც ცნობილია, რამდენიმე წლის წინ ნიკოლოზ რაჭველმა კუჭის ოპერაცია გაიკეთა, რის შემდეგაც წონაში დაიკლო და იმიჯიც შეიცვალა. ამჯერად მუსიკოსი „ინსტაგრამსთორიში“ ძველ ფოტოს აქვეყნებს: „ვის ვახსოვარ ასეთი?“ - წერს ის.
![](/media/images/stories/nikolozr.jpg)
2019 წელს, საკუთარ დაბადების დღეზე, ნიკოლოზ რაჭველმა ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა, სადაც განვლილ ცხოვრებაზე საუბრობდა: „არასდროს ვუფრთხილდებოდი ჯანმრთელობას და ამიტომ 11 ოპერაცია მაქვს გამოვლილი, საკმაოდ რთული, კლინიკური სიკვდილის ჩათვლით“ - წერდა მაშინ მაესტრო.