სიახლე

„რა სასიამოვნოა თქვენი ერთად ნახვა“ - რატომ მიუძღვნა ლაშა ბექაურმა ლექსი მომღერალ მარიამ ელიეშვილს

„რა სასიამოვნოა თქვენი ერთად ნახვა“ - რატომ მიუძღვნა ლაშა ბექაურმა ლექსი მომღერალ მარიამ ელიეშვილს
სულ ცოტა ხნის წინ გადაცემა „სიცრუის დეტექტორში“ ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლაშა ბექაურმა მომღერალ მარიამ ელიეშვილს ლექსი მიუძღვნა. ამ ფაქტს საზოგადოებაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. თუ რატომ მიუძღვნა სპორტსმენმა ლექსი, ამის შესახებ მარიამ ელიეშვილმა განმარტება თავად გააკეთა:

„ლაშას ერთ-ერთ შეჯიბრებამდე ჩვენი საერთო ფოტო ავტვირთე და წარმატებები ვუსურვე. ძალიან ბევრი კითხვა წამოვიდა, რა ხდებოდა ჩვენ შორის. ამიტომ ახლა არ ველოდი, რომ ლაშა ამ ისტორიას სატელევიზიო ეთერში მოჰყვებოდა. რეალურად, ჩვენ ერთმანეთის გულშემატკივრები ვართ და ძალიან თბილი ისტორია გვაქვს. მე ორი-სამი
წლით ვარ მასზე უფროსი. მის ოჯახსაც ვიცნობ. მამამისი მახსოვს ძალიან თბილად და აქედანაც მოვიკითხავ. ლაშა მას სთხოვდა ხოლმე, ძალიან მინდა, სცენიდან მივუძღვნა ლექსიო. სხვათა შორის, გადაცემაში რომ თქვა, ეგ სხვა ლექსია და მე რაც მომიძღვნა, ის სხვა. იმ პერიოდიდან ჩვენ ძალიან კარგი მეგობრები ვართ, ლამაზი მოგონებებით. მიხარია, რომ ჩანაფიქრი, რომელიც ბავშვობიდან ჰქონდა, განახორციელა და მჯერა, რომ კიდევ ბევრჯერ გაახარებს ქართველ გულშემტკივარს…“ - ამბობდა ის.


მარიამისა და ლაშას ფოტოს სოციალურ ქსელში მართლაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა: „რა სასიამოვნოა თქვენი ერთად ნახვა“, „ულამაზესები ხართ“, „ვინ ხართ ერთმანეთის?“ - წერდნენ „ინსტაგრამზე“.

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
e87a93