“დიახ, ჩვენ ყველანი ლამაზები ვართ, განურჩევლად კანისა თუ თვალის ფერისა, სიმაღლისა, წონისა…” – გურამ შეროზიამ ახალი მუსიკალური კლიპი გამოაქვეყნა - Marao
ქართველი ბლოგერი, მოგზაური, ლექტორი და მარკეტერი გურამ შეროზია სოციალურ ქსელში დიდი პოპულარობით სარგებლობს. მას 110 ათასზე მეტი გამომწერი ჰყავს, რომელთაც საკუთარ ყოველდღიურობას ხშირად უზიარებს. გურამ შეროზია აქტიურად აქვეყნებს პირად ფოტოებს სხვადასხვა ქვეყნიდან და გამომწერებს მოგზაურობის შესახებ არაერთ სასარგებლო რჩევასაც უზიარებს.
როგორც ჩანს, გურამს პანდემიამ კარიერულ წინსვლასა და განვითარებაში ხელი ვერ შეუშალა. ის კვლავ აგრძელებს მოგზაურობას და ულამაზეს კადრებს გამომწერებსაც აქტიურად უზიარებს. ამჯერად კი ახალ მუსიკალურ კლიპს აქვეყნებს:
„და, აი, ისიც! კლიპი სიმღერაზე "ლამაზი!" დიახ, ჩვენ ყველანი ლამაზები ვართ, განურჩევლად კანისა თუ თვალის ფერისა, სიმაღლისა, წონისა, ა.შ. შეზღუდული შესაძლებლობებიც არ არსებობს, მთავარია მოტივაცია და ბედნიერებისკენ სწრაფვა და ყველაფერი მიღწევადია! ბევრჯერ ვუყურე ამ კლიპს და სულ სხვადასხვანაირ ემოციას იწვევს, ხან ბედნიერებით მავსებს, ხან მეტირება ემოციებისგან, ხან მოტივაციას მიათმაგებს, ხან მეცეკვება და ცხოვრება მიხარია, ხან მსუბუქი სევდა შემომიტევს, ხან ბევრ რამეზე მაფიქრებს, ხან ყველაფერი ერთად! არ დაგავიწყდეთ დაკომენტარება აქაც და ვიდეოზეც, ერთი სული მაქვს თქვენი შეფასებები მოვისმინო და თან ვღელავ, რამდენად შევძელით გუნდმა ჩვენი ემოციების და სათქმელის თქვენამდე სწორად მოტანა! და ჰო, ვიმეორებ: ლამაზები ვართ, რაც არ უნდა თქვან სხვებმა“ - წერს გურამ შეროზია.
კლიპმა სოციალური ქსელის მომხმარებლებისგან არაერთი დადებითი შეფასება დაიმსახურა: „ეს სიტყვები ყოველდღე უნდა ვუთხრათ ჩვენს ადამიანებს. მადლობა, გურამ, შენ“, „პოზიტივით და სიყვარულით სავსე კლიპია“, „ყველანი ძალიან ლამაზები ხართ“ - წერენ „ინსტაგრამზე“.