მღვდელ-მონაზონი ირინეოსი 5 შვილის დედაზე წერს, რომელიც საკუთარმა შვილებმა მოკლეს. მიზეზი ქრისტიანობისთვის ერთგულება იყო, რის გამოც მართლმადიდებლურმა ეკლესიამ ის მოწამედ მიიღო.
"მართლმადიდებლურ ეკლესიას ახალი მოწამე ჰყავს!
46 წლის ასაკში ქრისტიანული სარწმუნოებისთვის არაბი მართლმადიდებელი რაშა (მუკლაშა) რადიკალური ისლამის მიმდევარმა საკუთარმა სამმა ვაჟმა ავტომობილით გაიტაცა და ნაზარეთში, მდინარე იორდანის პირას თოკით დაახრჩო...
ვაჟებმა დედას სიკვდილის წინ არჩევანი შესთავაზეს: სიკვდილი ან იესო ქრისტეს უარყოფა. დედამ იესო ქრისტე აირჩია და საკუთარი შვილების ხელით შეიმოსა გვირგვინი მოწამეობისა!" - წერს ირინეოსი.
დაკავებულნი არიან გარდაცვლილის 27, 23 და 20 წლის ვაჟები.
გააგრძელეთ კითხვა