თიკა ფაცაციას ტელეეკრანებიდან თუ სოციალური ქსელიდან ბევრი იცნობს. ის „ინსტაგრამზე“ განსაკუთრებით აქტიურია და საკუთარ გამომწერებს ხშირად აწვდის სხვადასხვა სასარგებლო ინფორმაციას, აძლევს რჩევებს სილამაზესა და თავის მოვლასთან დაკავშირებით და, გარდა ამისა, გულშემატკივრებს პირად თუ ოჯახურ ფოტოებსაც ყოველდღიურად უზიარებს.
ამჯერად თიკა ფაცაცია ფოტოებსა და ვიდეოებს ზღვის სანაპიროდან აქვყნებს. ტელეწამყვანი სხვა ცნობილ სახეებთან ერთად ქართველ ებრაელთა დღის აღსანიშნავ ღონისძიებაზე ირაელში, ქალაქ აშდოთში იმყოფება. ღონისძიებაში მონაწილეობის პარალელურად, თიკა ფაცაცია კამერების წინ პოზირებასაც ასწრებს და გამომწერებს ულამაზეს კადრებს უზიარებს: „ქართული სილამაზე“, „ნამდვილი ლედი“, „ასე მგონია, 80 წლის ასაკშიც ასე შეკუნტრუშდები ზღვაში“, „საოცარი ქალი ხარ“ - წერენ „ინსტაგრამზე“.