72 წლის ალა პუგაჩოვას ვიდეომ, რომელშიც ის კოსმოსში წასულ მსახიობებს ამხნევებდა, სოციალურ ქსელში ცხარე კამათი გამოიწვია. სანამ კამათის ობიექტზე ვისაუბრებთ, მნიშვნელოვანია, რომ მსახიობების ჯგუფი კოსმოსში გასაფრენად დიდი ხნის განმავლობაში ემზადებოდა. ამ მოვლენის გამო არაერთმა ცნობილმა სახემ ჩაწერა ვიდეო და მათ შორის ალა პუგაჩოვაც აღმოჩნდა. მან მოკლედ, მაგრამ ემოციურად მიმართა კოლეგებს: „თქვენ ფრთები უნდა გაშალოთ, თავი მაღლა ასწიოთ და გაიღიმოთ. ამისთვის დიდხანს ემზადებოდით და ყველაფერი გამოგივათ. ჩვენ გელოდებით!“ -ამბობს მომღერალი. მსახიობთა ჯგუფი კოსმოსში გადაღებისთვის 5 ოქტომბერს გაემგზავრა და დედამიწაზე 12 დღის შემდეგ დაბრუნდება.
ვიდეოს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა რამდენიმე მიზეზის გამო, პირველი, იმიტომ, რომ მომღერალი არც ისე ხშირად აქვეყნებს ვიდეოებსა და ფოტოებს, ხოლო მეორე - აღშფოთება გამოიწვია ალა პუგაჩოვას გარეგნობამ. როგორც ცნობილია, მომღერალი მუდმივად დიეტაზეა, რათა არ მოიმატოს წონა და ცდილობს, უმაკიაჟოდ კამერების წინ არასდროს გამოჩნდეს. გამომწერების აზრით, მისმა სახემ პროპორციულობა დაკარგა, ხოლო მისი ტუჩები, პლასტიკური ოპერაციების გამო, ძალიან არაბუნებრივად გამოიყურება. კამათის მონაწილეთა მეორე მხარე ამტკიცებდა, რომ მომღერალი ვიდეოსნაჩქარევად არ გამოაქვეყნებდა და თუ მის სახეზე რამე ურიგოდ იქნებოდა, ის საერთოდ არ გამოჩნდებოდა სოციალურ ქსელში.
მეხუთე მეუღლესთან ერთად, რომელიც მომღერალზე 27 წლით უმცროსია, ალა პუგაჩოვა ცდილობს, გამოიყურებოდეს რაც შეიძლება ახალგაზრდულად. მიუხედავად არაერთი ჭორისა, მაქსიმ გალკინის სოციალურ ქსელში ჩანს, რომ მას ნამდვილად უყვარს ცოლი და თავს ბედნიერად გრძნობს. ალასა და მაქსიმს ორი შვილი, ტყუპები ჰყავთ.