ნათია ფანჯიკიძე ბათუმში კორპუსის ჩამონგრევას სოციალური ქსელით ეხმაურება და წერს, რომ ავარიული სახლების შემოწმება უნდა ხდებოდეს, რათა პრევენცია 100 პროცენტით იყოს შესაძლებელი.
„რატომ არ ხდება ავარიული სახლების შემოწმება, ბედის ანაბარად როგორ შეიძლება ვცხოვრობდეთ მუდმივად, იმ საქმეში მაინც, რის გათვლა, დათვლა, გათვალისწინება და პრევენცია 100%-ით არის შესაძლებელი? ადამიანის ხელი საკმარისია ასეთი რამისთვის. ჩამონგრეულმა სახლმა ბათუმში ხალხი მოიყოლა. მაშველების იმედიღა მაქვს, იქნებ მსხვერპლი არ იყოს.
პ.ს. პირველ სართულს მაცხოვრებელი არემონტებდა და საყრდენი კედელი მოხსნაო… ღმერთო, ორი გრამით მეტი ტვინი და სულ ცოტა პასუხისმგებლობის გრძნობა რა გახდა, დაგებერტყა ადამიანებისთვის?" - წერს ფანჯიკიძე.
<div> <div class="gtx-trans-icon"></div>
</div>