"ღმერთო, ეს თუ დილაა, აღარაფერს აზრი არ აქვს" - ნანუკა ჟორჟოლიანი - Marao

"ღმერთო, ეს თუ დილაა, აღარაფერს აზრი არ აქვს" - ნანუკა ჟორჟოლიანი

2021-10-09 10:34:58+04:00


ბათუმში მომხდარმა ტრაგედიამ სრულიად საქართველო შეძრა. ბოლო მონაცემებით, ნანგრევებიდან სულ 5 გარდაცვლილი ამოიყვანეს, ხოლო 2 დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი. ექიმების ინფორმაციით, მათი მდგომარეობა მძიმეა.

ამ დროისთვის, ადგილზე სამაშველო ღონისძიებები გრძელდება. ჯერჯერობით უცნობია, რამდენი ადამიანი რჩება ნანგრევებში.

მომხდარ ტრაგედიაზე წერს ტელესახე ნანუკა ჟორჟოლიანი:

"ყველა გარდაცვლილია, ვინც ამოიყვანეს. ღმერთო, ეს თუ დილაა. ის კაცი, ღმერთო, ორი შვილი. არ ვიცი, აღარაფერს აზრი არ აქვს", - წერს ნანუკა.