გორის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტო სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, გარდაიცვალა მათი თანამშრომელი მიშო ვანიშვილი. როგორც ცნობილია, ის იმ მანქანაში იმყოფებოდა, რომელიც ქორწილის კორტეჟის მსვლელობისას გზიდან გადავარდა.
ერთი ახალგაზრდა ადგილზე გარდაიცვალა, მეორე კი კლინიკაში. კიდევ ორი დაშავებული კი მძიმე ხარისხის დაზიანებებით საავადმყოფოშია და ოპერაცია უტარადება.
გარდაცლილები არიან 18 წლის თაზო მურადაშვილი და 27 წლის ფოტოგრაფი მიშო ვანიშვილი. ამ უკანასკნელს ორსული მეუღლე და მცირეწლოვანი შვილი დარჩა.
"გორის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტომ, ძალიან მძიმე დანაკლისი განიცადა.
დღეს, ავტოსაგზაო შემთხვევისას, ჩვენი ნიჭიერი, კეთილშობილი და შრომის მოყვარე თანამშრომელი - მიშო ვანიშვილი დაიღუპა. ადამიანი, რომელსაც ძალიან უყვარდა თავისი საქმე და გამუდმებით ზრუნავდა პროფესიული თვალსაზრისით განვითარებაზე. ზრუნავდა ოჯახზე, მეგობრებზე და ცდილობდა გვერდში დადგომოდა ყველას, რითაც ხელეწიფებოდა.
მისი გარდაცვალებით, ჩვენ გულკეთილი ადამიანი, კარგი მეგობარი და მაღალი დონის პროფესიონალი დავკარგეთ.
ვუსამძიმრებთ მიშო ვანიშვილის ოჯახს და ახლობლებს, ამ ძალიან მძიმე და აუნაზღაურებელ დანაკლისს.
... დაუმკვიდროს ღმერთმა სასუფეველი ჩვენს მიშოს ?", - წერენ გორის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტოს სოციალურ ქსელში.
აღნიშნულ პოსტს სოც. ქსელების მომხმარებლების მხრიდან ემოციური კომენტარები მოჰყვა. ერთ-ერთი მათგანი კი წერს, რომ მიშოს მთელი გორი გლოვობს. "მარტო ბათუმის გლოვა არ გვაკმარა უფალმა... გლოვობს მთელი გორი" - აღნიშნავენ კომენტარებში.
<div> <div class="gtx-trans-icon"></div>
</div>