ბათუმში 8 ოქტომბერს მომხდარ უბედურ შემთხვევას, რომელსაც 9 ადამიანის სიცოცხლე და მათ შორის 3 არასრულწლოვანი ემსხვერპლა, ლაშა ღლონტი სოციალური ქსელით გამოეხმაურა და ტრაგედიას ლექსი მიუძღვნა:
„ჩემ საყვარელ ეზოში,
ჩამოშლილი კედლები,
ამ ქათქათა ბათუმში,
ერთ ღამეში ვბერდები!!!
რა უნდა ქნას ნანგრევებში,
მოყოლილმა პაწიამ,
ზღაპარიც კი ბოლომდე,
ვერ მოუყვა ბაჭიამ,
ვერც დედიკომ უმღერა,
მას ძილის წინ ნანები,
მხოლოდ ბიძამ ჩაიკრა,
გაუგრძელა წამები,
ჩემ საყვარელ ეზოში,
ჩამოშლილი კედლები,
და ქათქათა ბათუმში,
ერთ ღამეში ვთეთრდები!!!
ლაშა ღლონტი.
10.10.21წ.
ვიზიარებ“,- წერს ღლონტი.
<div> <div class="gtx-trans-icon"></div>
</div>