თაკო ნაცვლიშვილის გლამურული დაბადების დღე ლონდონში - როგორ აღნიშნა მოდელმა იუბილე - Marao

თაკო ნაცვლიშვილის გლამურული დაბადების დღე ლონდონში - როგორ აღნიშნა მოდელმა იუბილე

2021-10-11 13:28:24+04:00


ყველასთვის კარგად ნაცნობი ტოპ-მოდელი თაკო ნაცვლიშვილი სოციალურ ქსელში დიდი პოპულარობით სარგებლობს. მისი ფოტოები გამომწერების მხრიდან ყოველთვის დიდ გამოხმაურებასა და დადებით შეფასებებს იმსახურებს. მიუხედავად ამისა, სულ ცოტა ხნის წინ თაკომ ცხოვრების რთულ პერიოდზე ისაუბრა და თქვა, რომ Body Shaming-ის მსხვერპლია: „მოდის ტენდენციები ბრუნვადია და მოუნდებათ მალე ისევ ჩემი ტიპის მოდელები“ - წერდა ის.

ამჯერად თაკო ნაცვლიშვილი ფოტოებს ლონდონიდან აქვეყნებს, სადაც მან საკუთარი დაბადების დღე აღნიშნა: „მადლობა ყველას დაბადების დღის მოლოცვისთვის. მადლობელი ვარ ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც ჩემ გარშემოა, თქვენ ჩემს ცხოვრებას უფრო სასიამოვნოს ხდით. 23 წლის და ისევ ახალგაზრდა და თავისუფალი“ - წერს მოდელი. კადრებმა გლამურული წვეულებიდან სოციალურ ქსელში დიდი მოწონება დაიმსახურა: „გილოცავ, სილამაზის დედოფალო“, „საუკეთესო გოგო ულამაზეს გარემოში“, „უნაკლო ხარ, საოცარი ფოტოებია“ - წერენ „ინსტაგრამზე“.