ბათუმში მომხდარ ტრაგედიას მსახიობი ენდი ძიძავა სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს:
"ალბათ სიმწარემ გადამაწყვეტინა სამარცხვინო აღიარების გაკეთება ზუსტას ახლა. სიმწარემ და საკუთარი უვიცობის სირცხვილმ.
ჩემმა თავისმომჭრელმა სირცხვილმა ვერ მაჯობა...გონებამ გული ვერ მართა და აღიარებას მაკეთებინებს ყველას წინაშე. მეც იმ ათასობით კრიმინალის სიაში ვარ.
მეც 20 წლის უკან მივანგრ-მოვანგრიე "ხრუშავკაში" ბევრი თუარა, რამოდენიმე კედელი მაინც.
რა მეშველება, რომ საკუთარ თავს ამას ვერასოდეს ვაპატიებ.
როგორ მტკივა." - წერს ენდი ძიძავა.