სიახლე

გაფრთხილება მათ, ვისაც თანხა ბანკომატიდან ხშირად გამოაქვს - "ჩვეულებრივად მოხსნიდნენ ჩემი ანგარიშიდან თანხას"

გაფრთხილება მათ, ვისაც თანხა ბანკომატიდან ხშირად გამოაქვს - "ჩვეულებრივად მოხსნიდნენ ჩემი ანგარიშიდან თანხას"
ლადო ხარებაძე სოციალურ ქსელში აქვეყნებს პოსტს, სადაც მკითხველს მოუთხრობს და აფრთხილებს ბოშა ბავშვების ჩართულობით ახალი თაღლითური სქემის შესახებ, რომელსაც ისინი ბანკომატებთან „ათამაშებენ“.

გთავაზობთ სტატუსს სრულად:

„ახალი თაღლითობის სქემა ბავშვების ჩართულობით!

რამოდენიმე საათის წინ აღმაშენებელზე საქართველოს ბანკის ოფისში მივედით მე და ანუკი ბარათით ბანკომატიდან ფულის მოსახსნელად. შესასვლელთან „აბირჟავებდნენ“ ბოშა ბავშვები, 2 ბიჭი ასე 6 წლის და 1 გოგო, დაახლ. 8 წლის.

როგორც კი შევაღეთ კარი და შევედით, მაშინვე შემოგვყვა ბიჭი და გოგო, ხოლო ერთი ბიჭი დარჩა
გარეთ.

ნუ რა თქმა უნდა, ვიფიქრე ფული უნდათ და ვუთხარი, ბავშვებო, გარეთ დამელოდეთ და რომ გამოვალ, რამეს გიყიდით-მეთქი. ამაზე არაფერი უპასუხიათ და არც გასულან.

აი, როგორც კი ბარათი მივადე ბანკომატის სენსორს და კოდის პირველი ციფრი შევიყვანე, მივარდა ბიჭი ბანკომატს და ეგრევე კორექციას დააჭირა ხელი და არ უშვებს, თან მეუბნება, რომ ბიძია ეს ბანკომატი გაფუჭებულია და მეორედან გამოიტანე ფულიო…

რა თქმა უნდა, რანაირიც არ უნდა იყოს, ბავშვს ვერაფერს ვეტყოდი და შევეხვეწე, რომ გასულიყვნენ, მაგრამ ჯიუტად არ მოშორდა ბანკომატს, თან გოგოც და ისიც მიმეორებდნენ, რომ ეს გაფუჭებულია, ბიძია და მეორედან გამომეტანა, პარალელურად კორექციის ღილაკზე ეჭირა ბიჭს თითი და არ უშვებდა.

რას ვიზამდი, მოულოდნელი მოძრაობით მსუბუქად ავაშვებინე ხელი ღილაკიდან და ოპერაციის გაუქმება მივეცი, რითაც წაიშალა ჩემი ბარათის მონაცემები. ამ მოქმედების შემდეგ, აშკარა იმედგაცრუებით ეგრევე ცივად გაბრუნდნენ ორივე კარისკენ.

ჰოდა, რა მინდა გითხრათ – ამ უაღრესად ზუსტად გაწვრთნილი და ორგანიზებული ბავშვების უკან დგას გარკვეული ჯგუფი, ვინც ამათ იყენებს და თუ გაუქმების გარეშე გავიდოდი, კოდის გატეხვით თუ შეცვლით (მაგდენი არ ვიცი ტექნიკურად) ჩვეულებრივად მოხსნიდნენ ჩემი ანგარიშიდან თანხას!

ასე რომ, იცოდეთ მეგობრებო და იყავით ყურადღებით ბანკომატებთან!“
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
27282930 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
e87a93